ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცივი ომის შემდგომ, ნატო ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს


ნატო ცივი ომის შემდეგ, ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს. წვრთნების მიზანი იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამერიკელი ჯარისკაცები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან მოსაზღვრე ნატოს წევრ ქვეყნებში "კონფლიქტი გაჩაღდება".

"მტკიცე მცველ 2024"-ში მონაწილეობას, დაახლოებით 90,000 ჯარისკაცი მიიღებს. ჩრდილო-ატლანტიკურ თავდაცვის ალიანსში აცხადებენ, რომ წვრთნები მაისამდე გაგრძელდება.

ნატოს განცხადებით, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი ავიამზიდი და გამანადგურებლებელი ხომალდი, ასევე 80-ზე მეტი გამანადგურებელი თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დრონი და მინიმუმ 1,100 საბრძოლო მანქანა, მათ შორის 133 ტანკი და 533 ქვეითი საბრძოლო მანქანა.

ნატოში აცხადებენ, რომ ალიანსი თავის რეგიონულ გეგმას ასრულებს და წვრთნები ათწლეულების განმავლობაში შედგენილ პირველ თავდაცვით გეგმას განიხილავს, რაც რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმის სცენარისთვის მომზადებას გულისხმობს. ნატოს კონკრეტულად რუსეთი თავის განცხადებაში არ უხსენებია, თუმცა მისი სტრატეგიული დოკუმენტი მიანიშნებს, რომ რუსეთი ალიანსის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა.

"მტკიცე მცველი 2024" მოახდენს ნატოს შესაძლებობების დემონსტრირებას ჩრდილოეთ ამერიკიდან ძალების სწრაფი გადმოყვანის და მათი ევროპის დასაცავად, ალიანსის სხვა ნაწილებში გადაყვანის მიმართულებით",- აცხადებენ ნატოში.

XS
SM
MD
LG