ოთხშაბათს ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზოგიერთი რესპუბლიკელი კანდიდატის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიუღებლობა დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, შედეგების აღიარების შემთხვევაში, კანდიდატებმა 8 ნოემბრის არჩევნებზე შეიძლება წააგონ და ამაში დამნაშავე ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.
"არაფერი შეგეშალოთ, ბიულეტენზე ყველა ჩვენგანისთვის ახლა დემოკრატიაა" - განაცხადა ბაიდენმა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე. 8 ნოემბერს, კონგრესის შუალედურ არჩევნებზე მისული ამერიკელები გადაწყვეტენ, დარჩება თუ არა ორივე პალატის კონტროლი დემოკრატების ხელში, თუ სენატის და წარმომადგენელთა პალატის, ან რომელიმეს კონტროლის უფლებას რესპუბლიკელები მოიპოვებენ.
ასევე ნახეთ: კონგრესმა ტრამპს ჩვენების მისაცემად ოფიციალური ორდერი გაუგზავნადემოკრატია კვლავ საფრთხეშია, ისევე როგორც 2021 წლის 6 იანვარს - თქვა ბაიდენმა 2 ნოემბერს, ვაშინგტონის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე. მან მაგალითად მოიყვანა ცოტა ხნის წინ, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ოჯახზე თავდასხმის ფაქტი.
"თავდამსხმელი სახლში შევიდა და კითხულობდა: სად არის ნენსი? სად არის ნენსი? ეს იგივე სიტყვებია, რომელთაც ბრბო იყენებდა 6 იანვარს, შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრისას" - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
ბაიდენმა ამომრჩევლებს მოუწოდა, კარგად დაფიქრდნენ იმაზე, თუ "რა მომენტში ვიმყოფებით" ახლა. პრეზიდენტის თქმით, "ვიდრე ჩვენ აქ ვდგავართ, არიან კანდიდატები, რომლებიც ოფისისთვის ყველა დონეზე იბრძვიან - გუბერნატორის, კონგრესმენის, გენერალური პროკურორის, სახელმწიფო მდივნის პოსტებზე - რომლებიც არ აღიარებენ იმ არჩევნების შედეგებს, რომელშიც თავად მონაწილეობენ.
ამ ყველაფერში კი ბრალი ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიუძღვის, რომელიც მათი შთაგონების წყაროა - აღნიშნავს ბაიდენი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, სწორედ მისი წინამორბედის გამოა "ამერიკული დემოკრატია იერიშის ქვეშ", რადგან ტრამპი არ აღიარებს მის მიერ წაგებული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
გამოკითხვების მიხედვით, 8 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე რესპუბლიკელებს წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობის მოპოვების დიდი შანსი აქვთ. სენატში კი გამოკვეთილი უპირატესობა ჯერჯერობით არცერთ პარტიას არ აქვს.
Your browser doesn’t support HTML5