მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, უკრაინელ კოლეგას დაურეკავს. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისში უკვე დაადასტურეს და თქვეს, რომ პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი უახლოეს საათებში გაიმართება. პრეზიდენტები რუსეთიდან მზარდი საფრთხის ფონზე ისაუბრებენ და მიმდინარე ვითარებას განიხილავენ.
ასევე ნახეთ: „რუსეთის დიდი სამხედრო მოქმედება უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დღეს დაიწყოს“ - სალივანიპარალელურად კი უკრაინას ამერიკელი დიპლომატები ტოვებენ. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ კიევში ამერიკის საელჩოს თანამშრომელთა უმრავლესობის ევაკუაცია გამართლებული ნაბიჯი იყო, რადგან არსებობს „მყისიერი“ საფრთხე, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას დაიწყებს.
„რუსული სამხედრო მოქმედებების დაწყების რისკი საკმაოდ მაღალია, საფრთხე კი საკმარისად დიდია, ამიტომ ეს არის გონივრული საქციელი“, თქვა ბლინკენმა. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა აქვე აღნიშნა, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას „ყალბი საბაბი“ რათა უკრაინაში შეჭრა დაიწყოს.
„არავის უნდა გაუკვირდეს ის, რომ რუსეთმა მოაწყოს პროვოკაცია ან ინციდენტი, რომელსაც იგი გამოიყენებს სამხედრო მოქმედებების დასაწყებად და გასამართლებლად, [კრემლი] ამას მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გეგმავდა“, ამბობს ბლინკენი.
სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს კადრებს დონეცკიდან, სადაც დღეს გამთენიისას ამერიკის დიპლომატიური სამსახურის თანამშრომლებმა და ეუთოს თანამშრომლებმა დროებითი ლოკაციები დატოვეს.
ეუთო სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიას დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში 2014 წლის შემდეგ აწარმოებს.
ქვეყნები, რომლებიც უკრაინიდან ევაკუაციიას იწყებენ და საელჩოების მუშაობას აჩერებენ:
რუსეთიდან მომდინარე საფრთხის ფონზე, სულ უფრო და უფრო მეტი სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას შეაჩეროს საელჩოების მუშაობა უკრაინაში და დაიწყოს ევაკუაციის პროცესი. ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ ისრაელი ამბობს, რომ კიევში საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს თავი შეიკავონ უკრაინაში გამგზავრებისგან.
ასევე ნახეთ: უკრაინას 150 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორიც ტოვებსავსტრალია და ახალ ზელანდია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებენ დატოვონ უკრაინა. კანადამ კიევში საელჩოს მუშაობა გააჩერა, დიპლომატებს კი მოუწოდა გადავიდნენ დროებით ოფისში ლვოვში, უკრაინის დასავლეთ ნაწილში.
უკრაინაში საელჩოს თანამშრომლების რაოდენობას ამცირებს თავად რუსეთი. მოსკოვში ამბობენ, რომ პერსონალის „ოპტიმიზაცია“ ოფიციალური კიევიდან ან სხვა სახელმწიფოებიდან შესაძლო „პროვოკაციების“ გამო მიიღეს. თუმცა მოსკოვში ამბობენ, რომ საელჩოც და საკონსულოც უკრაინაში ძირითადი ფუნქციების შესრულებას გააგრძელებენ.
ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 120 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული, თუმცა კრემლი უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას უახლოეს დღეებში გეგმავს.