ოთხშაბათს, პრეზიდენტი ბაიდენი განცხადებას აშშ-ის სტრატეგიული რეზერვიდან 15 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემის შესახებ გააკეთებს. ეს იმ რეაგირების ნაწილი იქნება, რაც ოპეკის ქვეყნების მიერ, ცოტა ხნით ადრე მიღებულ, ნავთობის მოპოვების შეკვეცის გადაწყვეტილებას მოჰყვა. წინასწარი ინფორმაციით, ბაიდენი ასევე გამოაცხადებს, რომ ზამთრის განმავლობაში რეზერვებიდან კიდევ უფრო მეტის გაცემა იქნება შესაძლებელი. თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩქარობს აჩვენოს, რომ მომავალ თვეში დაგეგმილი შუალედური არჩევნების წინ, შედეგების მისაღწევად, ის ყველაფერს გააკეთებს.
სამშაბათს, ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირმა ანონიმურობის დაცვის პირობით გაამჟღავნა, რომ ბაიდენი სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გაცემის შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადებს და ეს დაასრულებს 180 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემის ნებართვას, რომელიც ბაიდენმა მარტში გასცა და რაც ექვსი თვის განმავლობაში უნდა მომხდარიყო.
ასევე ნახეთ: აშშ-ს სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის გაცემის გეგმამ ბაზრებზე ფასები შეამცირაეს ოპერაცია სტრატეგიული რეზერვის დონეს, 1984 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ დონეზე დაიყვანს. ადმინისტრაციამ ამას უწოდა „ხიდი “იმ დრომდე, სანამ ადგილობრივი მოპოვების გაზრდა გახდება შესაძლებელი. რეზერვში ამჟამად დაახლოებით 400 მილიონი ბარელი ნავთობია.
ბაიდენი ასევე იტყვის, რომ აშშ-ის მთავრობა სტრატეგიულ რეზერვს შეავსებს, როდესაც ბარელი ნავთობის ფასი 67-72 დოლარი, ან უფრო ნაკლები იქნება. ადმინისტრაციის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ეს შეთავაზება ნავთობის შიდა მოპოვებას, მოთხოვნის საბაზისო დონის გარანტირებით დაეხმარება.
ეს ნაბიჯი აჩვენებს ბაიდენის პოზიციის შეტრიალების გაგრძელებას, რომელმაც სცადა, რომ ამერიკა წიაღისეული საწვავიდან, ენერგიის დამატებით წყაროებზე გადაერთო.
თეთრი სახლი ამბობს, რომ საუდის არაბეთმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარე დაიჭირა და ნავთობის მიწოდების შეკვეცას დაუჭირა მხარი, რამაც შესაძლოა ენერგორესურსებზე ფასების გაზრდა გამოიწვიოს და ამას თეთრი სახლის მხრიდან რეაგირება მოჰყვება.
ენერგეტიკის ინფორმაციის სააგენტოს თანახმად, 15 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემა, შეერთებული შტატების ერთი სრული დღის მოთხოვნასაც ვერ დაფარავს.