შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა 2021 წლის 11 სექტემბრამდე გადაწყვიტა. ინფორმაცია "როიტერს" სამმა სხვადასხვა ადამიანმა დაუდასტურა.
მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ვაშინგტონი ზუსტად 20 წელში დაასრულებს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივ ომს. მას ბიძგი 2001 წლის 11 სექტემბერის თავდასხმამ მისცა, რომელიც ალ-ყაიდას მიერ იყო ორგანიზებული.
ასევე ნახეთ: ბაიდენი: შესაძლოა ამერიკული ჯარი ავღანეთიდან დათქმულ დროს ვერ გამოვიდესთუმცა, ჯარების გაყვანა მთელ რიგ უსაფრთხოების და ადამიანის უფლებების გარანტიებს უნდა ეფუძნებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება ფორმალურ ხასიათს ვერ მიიღებს, - აღნიშნავენ წყაროები, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩიეს.
მოსალოდნელია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ამის თაობაზე ოთხშაბათს, ჯერ ნატოს პარტნიორებს აცნობებს. ის ბრიუსელში, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელების შეხვედრებს ესწრება. შემდეგ კი სავარაუდოდ, საჯარო განცხადებას პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკეთებს.
ბაიდენის წინამორბედ დონალდ ტრამპს, ჯარების გამოყვანის ვადად ამ წლის პირველი მაისი ჰქონდა დათქმული. ჯარების გაყვანა ავღანეთის ცენტრალურ მთავრობასა და თალიბანს შორის შეთანხმების სანაცვლოდ განიხილებოდა. თუმცა წინა ადმინისტრაციას ხელი ადგილზე დაპირისპირების გაღვივებამ შეუშალა. ამავე მიზეზით ვერ დაასრულა ასევე ავღანეთიდან ჯარების სრულად გაყვანა ბარაკ ობამამაც, რომელმაც ადგილზე ამერიკული შენაერთების რაოდენობა შეამცირა.
ასევე ნახეთ: უკრაინა და ავღანეთი ბრიუსელში ბლინკენის შეხვედრების მთავარი თემებია