შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იანვარში საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ პირველად გამართავს პრესკონფერენციას.
ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში, ბაიდენი პირველი პრეზიდენტია, რომელმაც პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ამდენი ხნის მანძილზე არ გამართა პრესასთან ფორმალური კითხვა-პასუხის სესია.
პრესკონფერენციის პირდაპირი ტრანსლირების ნახვა შეგიძლიათ აქ:
„ეს მისი შესაძლებლობაა ამერიკელ ხალხს პირდაპირ მიმართოს, ცხადია ამ გაშუქებით, პირდაპირ თქვენი მეშვეობით“, თქვა პრეს-მდივანმა ჯენ ფსაკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას. „ვფიქრობ, ის ფიქრობს იმაზე თუ რის თქმა სურს, რის გადმოცემა სურს, რა განახლებული ინფორმაციის მოწოდება შეუძლია და ელოდება თავისუფალ მედიასთან ჩართულობის შესაძლებლობას“.
ბაიდენს, სავარაუდოდ, პასუხის გაცემა მოუწევს ისეთ მწვავე ადგილობრივ საკითხებზე, როგორიცაა მასობრივი მკვლელობების ფაქტები ჯორჯიისა და კოლორადოს შტატებში, ამერიკა-მექსიკის საზღვარზე არსებული სიტუაცია და კორონავირუსზე მთავრობის რეაგირების ზომები.
საერთაშორისო თვალსაზრისით, კითხვები შეიძლება ეხებოდეს ირანის ბირთვულ ხელშეკრულებაში ამერიკის დაბრუნებას, ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი რაკეტის გამოცდის ფაქტს, მიანმარში მიმდინარე მდგომარეობას და ამერიკის ურთიერთობას რუსეთთან და ჩინეთთან.