ყოფილი ვიცე-პრემიერი, ჯო ბაიდენი, დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დიდი უპირატესობით დაწინაურდა.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩვენებისთვის დემოკრატიული პარტიის 20 კანდიდატი ემზადება. თუმცა, ბოლო მონაცემებით ბაიდენი ყველაზე პოპულარულია. „როიტერის“/ Ipsos ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ბაიდენს დემოკრატი და დამოუკიდებელი ამომრჩევლების ხმათა 29% აქვს, კიდევ ერთ დემოკრატს კანდიდატს, სანდერსს 13%, ხოლო დანარჩენი დემოკრატი კანდიდატები ხმათა 6% ან უფრო ნაკლებს ფლობენ.
ბაიდენის რეიტინგი გასულ თვეში 24% პროცენტი იყო, ახლა კი მას 29% აქვს. ბაიდენის პოპულარობის ზრდა იმასთანაა დაკავშირებული, რომ მას ბევრი დემოკრატი ტრამპის ძლიერ მოწინააღმდეგედ თვლის.
ბაიდენი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნიუ ჰემფშირში გამოვიდა სიტყვით ამომრჩეველთა წინაშე და თქვა: „ მოდით, გავიხსენოთ ვინ ვართ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები და ყველაფერი რასაც ჩავიფიქრებთ, ყოველთვის გამოგვდის. მე უარს ვამბობ გადავდო სამომავლოდ ამ ქვეყნის შესაძლებლობები, ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ადმინისტრაცია“.
მიუხედავად ბაიდენის პოპულარობის ზრდისა, გამოკითხვები აჩვენებს, რომ მისთვის ჯერ კიდევ არსებობს საფრთხეები. მაგალითად, „როიტერის“/Ipsos ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში ლიდერობს, გარდა მილენიალებისა (18-37 წლამდე მოსახლეობა). ისინის მცირედ უპირატესობას ანიჭებენ დემოკრატების კიდევ ერთ კანდიდატს, სანდერსს. „პოლიტიკოს“ გამოკითხვის მიხედვით კი, 18-29 წლამდე მოსახლეობის 42%, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს ბაიდენს. ამის მიზეზი ისაა, რომ 2002 წელს ბაიდენი ერაყის ომის მომხრე იყო.
ბაიდენს მთავრობაში ყოფნის 44 წლიანი გამოცდილება აქვს. მან დელავერის სენატორობიდან დაიწყო და ბოლოს პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ჰქონდა.
როგორც ჩანს, დემოკრატების კანდიდატებს შორის ბრძოლას თვალს ადევნებს პრეზიდენტი ტრამპიც, რომელმაც ამ თემაზე კომენტარი პანამა-სითიში, ფლორიდაში გააკეთა: „ უნდა აირჩიოთ „მძინარე ჯოსა“ და „გიჟ ბერნის“ შორის, მე ნებისმიერ მათგანზე თანახმა ვარ. მოდით, უბრალოდ აირჩიეთ ვინმე, გთხოვთ და დავიწყოთ. უბრალოდ დავიწყოთ. აირჩიეთ ვინმე!“.
დემოკრატები პირველ შიდა პარტიულ დებატებს შემდეგ თვეში გამართავენ, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ამ ეტაპისთვის, დემოკრატებს შორის ბაიდენი წამყვანი კანდიდატია და პარტიის შიგნით მას ბევრი აღიქვამს, როგორც მოწინავე ფიგურას.