კონგრესში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ერისადმი მიმართვა 1 მარტს გაიმართება. გამოსვლაზე დასწრება გასული წლისგან განსხვავებით კონგრესის ყველა წევრს შეეძლება. 2021 წელს, მონაწილეთა რიცხვი 200-მდე შეამცირეს პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე.
თუმცა, კონგრესმენებს არ ექნებათ უფლება მიიყვანონ სტუმრები მიმართვაზე, როგორც ამის გაკეთება წარსულში შეეძლოთ. ყველას მოეთხოვება პირბადის ტარება.
ასევე ნახეთ: ბიდენი: ჩემი აზრით, რუსეთი უკრაინაში მომდევნო რამდენიმე დღეში შეიძლება შეიჭრასპრეზიდენტის მიერ პანდემიის მართვას მოსახლეობის მხოლოდ 47 პროცენტი აფასებს წარმატებულად, 31 იანვრიდან 7 თებერვლამდე ჩატარებული კვლევის მიხედვით. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 52% იყო.
ერისადმი მიმართვა ამერიკის კონსტიტუციით სავალდებულოა. თეთრი სახლი ვალდებულია კონგრესს წარუდგინოს ანგარიში მიღწევებზე, მისი პრიორიტეტებსა და სამომავლო გეგმებზე.