დასავლელი დიპლომატები მოელიან, რომ ჯო ბაიდენის მომავალი ადმინისტრაცია, გადახედავს თუ რამდენად ეფექტურია რუსეთის წინააღმდეგ ამ დროისთვის დაწესებული სანქციები.
ადმინისტრაციის მიზანი სანქციების ეფექტურობის გაზრდა იქნება. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ერთ-ერთმა დასავლელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეეცდება სანქციები უფრო „გალესილი“ იყოს. მან ანონიმურად დარჩენა ისურვა.
ასევე ნახეთ: მოხდება თუ არა რუსეთთან ურთიერთობის "გადატვირთვა"სხვა დიპლომატები საუბრობენ იმაზე, რომ ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების სავარაუდო წევრებს სურთ, უფრო ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკა შეიმუშაონ რუსეთთან მიმართებით, იქნება ეს სამხედრო, ეკონომიკური, ენერგო, დიპლომატიური თუ კომუნიკაციების კუთხით.
ამასთან, მათი აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციამ უფრო მეტ ყურადღებას გაამახვილებს კრემლის დეზინფორმაციასთან და გავლენის კომპანიებთან ბრძოლაზე.
თუმცა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა „ნორდ სტრიმ 2“-ის მილსადენი, რომელიც გერმანიას რუსეთთან აკავშირებს, სავარაუდოდ ბაიდენის პოზიცია იქნება იგივე, რაც მისი წინამორბედის, ტრამპის ადმინისტრაციის. შეერთებული შტატები მილსადენის პროექტს ეწინააღმდეგება და ხედავს მას, როგორც მოსკოვის ბერკეტს დასავლეთ ევროპის წინააღმდეგ.
ასევე ნახეთ: 5 მიზეზი - რატომ დუმს პუტინი ბაიდენის გამარჯვებაზე?შეერთებულმა შტატებმა რუსეთს სანქციები ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესა. სანქციები მოჰყვა ასევე 2018 წლის მარტში ყოფილი ორმაგი აგენტის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლას დიდ ბრიტანეთში და მოსკოვის კიბერ-აქტივობებს.
რუსეთი აცხადებს, რომ სანქციები მას არ ვნებს, თუმცა ამასთანავე იბრძვის მათ შესაცვლელად.
ჯო ბაიდენის გუნდის სავარაუდო წევრების შეხედულებების გათვალისწინებით, რომელთა ნაწილიც ფიქრობს, რომ არსებული სანქციები არაეფექტურია სანქციების გამკაცრდება, ვაშინგტონში დიპლომატები მოელიან, რომ მომავალი ადმინისტრაცია ამ საკითხს გადახედავს და არსებული ზომების გამკაცრებას შეეცდება.