დღეს ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს უმასპინძლა. ჯო ბაიდენმა მხარდაჭერა აღუთქვა სვიატლანა ციხანუსკაიას, ბელარუსი ხალხის ბრძოლაში დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისთვის.
"პატივი იყო ჩემთვის ამ დილით თეთრ სახლში სვიატლანა ციხანუსკაიასთან შეხვედრა. შეერთებული შტატები ბელარუსი ხალხის გვერდში დგას დემოკრატიის და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის საქმეში" - დაწერა შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაიდენმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
ციხანუსკაია ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის განმავლობაში, ვაშინგტონს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს და მისი რეჟიმის მიმართ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას სთხოვს. ის უკვე შეხვდა ქვეყნის მთავარ დიპლომატს, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს და თეთრი სახლის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში - ჯეიკ სალივანს. გასულ კვირას მან შეერთებული შტატების ლიდერებს ბელარუსის საწვავის, ხე-ტყის, მეტალურგიის და სხვა სექტორებზე დამატებითი სანქციების დაწესება მოსთხოვა.
ასევე ნახეთ: ციხანუსკაია ამერიკას სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს