ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ციხანუსკაია ამერიკას სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს


ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანუსკაია, მოუწოდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს ლუკაშენკოს მთავრობაზე ზეწოლა განახორციელოს. როგორც ციხანუსკაიამ განმარტა ზეწოლაში ის საქნციების დაწესებასაც გულისხმობს.

"სანქციები ვერცხლის ტყვია არაა, მაგრამ ბელარუსში არსებული ძალადობის შეჩერებაში და რეჟიმის წარმომადგენლებისთვის დიალოგის დაწყების იძულებაში დაგვეხმარება",- ამბობს ციხანუსკაია.

მას შეხვედრა ჰქონდა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან, სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან და კონგრესის წარმომადგენლებთან.

"მე ამერიკას ვთხოვე, რომ იყოს ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი, რომ ისინი დადგნენ ჩვენი დამოუკიდებლობის სადარაჯოზე, თუ ის საფრთხის ქვეშ იქნება, რადგან ჩვენი დამოუკიდებლობა უმაღლესი ღირებულებაა ბელარუსისთვის",- თქვა ციხანუსკაიამ "ამერიკის ხმასთან" საუბრის დროს.

მისი განმარტებით, მან ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ პირებს სთოხვა მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებას ბელარუსში. მისივე განმარტებით, დემოკრატიულმა ქვეყნებმა "მხარი უნდა დაუჭირონ [ბელარუსში] მათ, ვინც ახლა იბრძვის".

ციხანუსკაია 2020 წლის აგვისტოს არჩევნებში, ლუკაშენკოს მთავარი მეტოქე იყო. ოფიციალური მონაცემებით, მან ხმათა 20%, ხოლო ლუკაშენკომ, 80% მიიღო.

ოპოზიციას და ბელარუსის მოსახლეობის ნაწილს ამ მონაცემების არ სჯერა და ამბობენ, რომ რიცხვები პირიქით გადათამაშდა და არჩევნებში ციხანუსკაიამ გაიმარჯვა.

მასშტაბური საპროტესტო აქციები, რომელიც ქვეყანაში ლუკაშენკოს მორიგ გამარჯვებას მოჰყვა, ხელისუფლებამ დაარბია. დააკავეს ათასობით დემონსტრანტი, ხოლო პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ დაიწყეს სამართლებრივი დევნა და შანტაჟი.

XS
SM
MD
LG