ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიაში დაკარგულებს ეძებენ - ზარალის ოდენობა კოლოსალურია


წყალდიდობის შემდეგ გერმანიაში ამ დრომდე ათობით ადამიანს ეძებენ, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია. წყალდიდობამ დასავლეთ გერმანიაში რამდენიმე ქალაქი და სოფელი ძლიერად დააზიანა. მოსახლეობის ნაწილს მიაჩნია, რომ სტიქიის წინააღმდეგ მთავრობამ ადეკვატურად ვერ იმოქმედა.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ დაკარგული ადამიანების ძებნას. ვწმენდთ გზებს და ვასუფთავებთ სარდაფებს,“- ამბობს გერმანიის ფედერალური დახმარების სააგენტოს უფროსის მოადგილე.

ამ დროისთვის, ოფიციალური ინფორმაციით სტიქიას 170-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასეთი ძლიერი წყალდიდობა გერმანიში ერთ საუკუნეზე მეტია არ ყოფილა.

პარალელურად, გერმანიის ხელისუფლება მსჯელობს თანხის რაოდენობაზე, რომლითაც ინფრასტრუქტურის აღდგენა და დაზარალებული ადამიანების დახმარება უნდა მოხდეს. თავდაპირველად, ქვეყანამ 235.5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო, თუმცა დიდი ალბათობით თანხის ჯამური რაოდენობა საბოლოოდ რამდენიმე მილიარდი ევრო იქნება. გერმანიის მთავრობაში ამბობენ, რომ ზარალის ასანაზღაურებლად ფულის დეფიციტი არ იქნება.

„ასეთი შემთხვევები ადასტურებს იმას, თუ რატომ იხდიან ადამიანები სახელმწიფო გადასახადს. შეუძლებელია ყველაფრის დაზღვევა. ჩვენს მოსახლეობას აუცილებლად დავეხმარებით,“- ამბობს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი.

წყალდიდობამ გერმანიის რამდენიმე ქალაქი გაანადგურა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:56 0:00

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გერმანიაში შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსტ ზეჰოფერის გადადგომას ითხოვენ. მათ მიაჩნიათ, რომ სამინისტრომ წყალდიდობის დროს არაეფექტურად იმოქმედა.

დასავლეთ გერმანიაში, იქ სადაც სტიქიის ეპიცენტრი იყო, სხვადასხვა კვლევით ირკვევა, რომ დაზარალებულთა 45 პროცენტს აქვს დაზღვევა, შესაბამისად არსებობს მოლოდინი, რომ ზარალის რაოდენობა გაცილებით დიდი იქნება. ეკონომიკის მინისტრი პიტერ ალტმაიერი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა დახმარებას კერძო ბიზნესსაც აღმოუჩენს.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ამბობს, რომ გამოძიებული იქნება, თუ რატომ ვერ შეძლეს სახელმწიფო სამსახურებმა დროული რეაგირება, რათა მსხვერპლი თავიდან ყოფილიყო აცილებული. მერკელის განცხადებით, არსებობდა სინოპტიკოსების გაფრთხილება, თუმცა რეაგირება არ იყო საკმარისი. გერმანიის კანცლერმა ეს განცხადება დასავლეთ გერმანიაში სტიქიის ზონაში ყოფნის დროს გააკეთა.

წყალდიდობის პირველ დღეს ანგელა მერკელი ბოლო ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმოფებოდა, სადაც ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ხვდებოდა. მერკელმა ჯერ კიდევ ვაშინგტონში აღნიშნა, რომ ყველა დაზარალებულ მოქალაქეს დაეხმარებოდა და სახელმწიფო მათ გვერდზე იდგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG