ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნარკოტიკებთან ბრძოლის სააგენტოს თანამშრომელი 6 იანვრის მოვლენებთან კავშირისთვის დააკავეს


ამერიკის ერთ-ერთი სამთავრობო უწყების, ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვაშინგტონში 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმასთან კავშირის გამო დააკავეს. როგორც ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, მარკ სამი იბრაჰიმი აქციაზე დროშით იყო მისული, რომელზეც ეწერა "თავისუფლება ან სიკვდილი". ეს კადრი ბარიკადების გარღვევამდე 12 წუთით ადრეა გადაღებული. ის სხვა ფოტოებშიც ფიგურირებს, სადაც საკუთარი სამუშაო ადგილის დამადასტურებელ ბარათს აჩვენებს და ხელში იარაღიც უჭირავს.

იბრაჰიმი კალიფორნიის მცხოვრებია. ის სააგენტოში გამოსაცდელი ვადით მომუშავე თანამშრომელი იყო. იმ კონკრეტულ დღეს კი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ვაშინგტონში გაემგზავრა. 6 იანვრამდე რამდენიმე კვირით ადრე კი პოზიციიდან გადადგომის შესახებ განცხადება ჰქონდა დაწერილი.

იბრაჰიმი ამბობს, რომ ის 6 იანვარს მეგობარს ეხმარებოდა, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის მიმდინარე მოვლენებს იღებდა. მისმა მეგობარმა იბრაჰიმის ჩვენება უარყო და თქვა, რომ ის აქციაზე მხოლოდ საკუთარი თავის რეკლამის მიზნით წავიდა. რადგან 6 იანვრის შემდეგ მას საკუთარი პოდკასტის "თავისუფლების ტავერნის" და სიგარის ბრენდის დაარსება სურდა. აქციაზე კი საკუთარი ვინაობის გამჟღავნებას განზრახ ცდილობდა. იბრაჰიმი გაზაფხულზე მედიასთან გაკეთებულ კომენტარებში ამბობდა, რომ კანონის დარღვევა არც უფიქრია და მას შემდეგ, რაც კაპიტოლიუმზე შტურმი დაიწყო, ის სამართალდამცავების დახმარებას ცდილობდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG