ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ფეისბუქმა" სოციალური ქსელიდან დონალდ ტრამპის უვადო გარიცხვა ძალაში დატოვა


„ფეისბუქის“ ნახევრად დამოუკიდებელმა საზედამხედველო საბჭომ ძალაში დატოვა სოციალური ქსელის გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით აუკრძალოს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ფეისბუქსა“ და „ინსტაგრამზე“ პოსტების გამოქვეყნება.

საბჭო 20 წევრისგან შედგება. წევრებს შორის არიან იურისტები, ადამიანის უფლებების ექსპერტები და ჟურნალისტები. გადაწყვეტილება ხუთი ექსპერტისგან შემდგარმა პანელმა მოამზადა, რომელიც შემდეგ სრულმა საბჭომ დაამტკიცა. „ფეისბუქს“ საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება და აღსრულება ევალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადაწყვეტილების საფუძველზე გატარებული ნაბიჯები შესაძლოა უკანონო იყოს.

ორივე სოციალურ ქსელში დონალდ ტრამპის აქტივობის აკრძალვა 6 იანვრის მოვლენებს უკავშირდება, როცა მაშინ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირებისთვის ხელის შეშლა სცდეს.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის განმავლობაში ტრამპმა "ფეისბუქზე" რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ არჩევნები მის წინააღმდეგ გააყალბეს. ფეისბუქმა ტრამპის ორი პოსტი წაშალა და თავდაპირველად მას 24 საათის განმავლობაში პლატფორმაზე წვდომა აუკრძალა. მეორე დღეს კი „ფეისბუქმა“ გადაწყვიტა ტრამპისთვის წვდომა განუსაზღვრელი ვადით შეეჩერებინა, რაც სულ მცირე, ჯო ბაიდენის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე გაგრძელდებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG