კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში მნიშვნელოვნად იზრდება, ბოლო კვირების განმავლობაში დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში ამბოენ, რომ პანდემიის პიკი რამდენიმე კვირაში იქნება.
„წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი,"- ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ-19-ით გარდაიცვალა ინფიცირებული კიდევ 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ქვეყანაში 4 207 ადამიანი ემსხვერპლა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის 2 171 ახალი შემთხვევა აღირიცხა, რითაც დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 315 913-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 1 074 მოქალაქე, რითაც ვირუსისაგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 296 532-მდე გაიზარდა.
Facebook Forum