ბაიდენი: არსებობს ყველა მინიშნება იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ბაიდენის თქმით, შესაძლოა ეს რამდენიმე დღეში მოხდეს.

ნატოს მოკავშირეებმა რუსეთი დაადანაშაულეს მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში და "დეზინფორმაციის" გავრცელებაში, როდესაც მათ თქვეს, რომ ჯარისკაცების ნაწილი უკან ბრუნდებოდა უკრაინის საზღვრიდან და დისლოკაციის ადგილს უბრუნდებოდა. ამერიკის, ნატოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ინფორმაციით, რუსეთს ჯარები უკან არ გაუწვევია და რუსეთ-უკრაინის საზღვართან, კვლავ მობილიზებულია 150,000 რუსი სამხედრო.

ასევე ნახეთ: კიევი და დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი შეჭრისთვის საბაბის შექმნას ცდილობს

თეთრ სახლში გამოსვლისას ბაიდენმა თქვა, რომ ვაშინგტონს არ უნახავს რუსული ძალების გაყვანის ნიშნები და თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს „მიზეზი დაიჯეროს“, რომ რუსეთი „ჩართულია ცრუ მანევრის ოპერაციაში, რათა ჰქონდეს [უკრაინაში] შესვლის საბაბი“.

მან ჟურნალისტებს განუცხადა: "ყველა მინიშნება, რომელიც ახლა ჩვენ გვაქვს, ამბობს, რომ ისინი [რუსები] ემზადებიან უკრაინაში შესასვლელად, უკრაინაზე თავდასხმისთვის".