შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თანამდებობის დაკავების შემდეგ, ოფიციალური ვიზიტით პირველად ეწვევა ევროპას. ბაიდენი 10-16 ივნისს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და შვეიცარიაში გამართავს შეხვედრებს.
„ეს ვიზიტი აჩვენებს, ამერიკის ერთგულებას ჩვენი ალიანსების აღდგენის, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის გაცოცხლების და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობის კუთხით, გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად და ამერიკის ინტერესების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა ჯენ ფსაკიმ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი პუტინთან ხორცპროდუქტების მწარმოებლებზე მიტანილ კიბერშეტევაზეც ისაუბრებსამერიკის პრეზიდენტი დიდ ბრიტანეთში, პრემიერს ბორის ჯონსონს შეხვდება და 11-13 ივნისის განმავლობაში დიდი შვიდეულის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ბაიდენი ასევე შეხვდება დედოფალს, ელისაბედ მეორეს, უინძორების სასახლეში. შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება ნატოს სამიტზე დასასწრებად, რომელიც 14 ივნისსაა დაგეგმილი.
ასევე ნახეთ: ბრიტანეთის დედოფალი ჯო ბაიდენს უმასპინძლებსბრიუსელში ბაიდენი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდება „რეგიონალური და ორმხრივი საკითხების“ განსახილველად და 15 ივნისს ამერიკა-ევროკავშირის სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ბოლო აკორდი, 16 ივნისს, შვეიცარიაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა იქნება.