ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის დედოფალი ჯო ბაიდენს უმასპინძლებს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდ ბრიტანეთში ვიზიტს გეგმავს. არსებული ინფორმაციით დიდი შვიდეულის სამიტის შემდეგ ამერიკის პრეზიდენტს და პირველ ლედის დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე შეხვდება.

პანდემიის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იქნება როცა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვედრებს პირისპირ გამართავენ. წინა სამიტები ონლაინ ფორმატში წარიმართა.

შეხვედრა სავაურაოდ შემდეგ კვირაში უინძორების სასახლეში გაიმართება. ჯო ბაიდენი ამერიკის რიგით მეცამეტე პრეზიდენტი იქნება, რომელსაც ელისაბედ მეორე უმასპინძლებს.

ჯო ბაიდენისთვის ეს პირველი ოფიციალური ვიზიტია, მას შემდეგ რაც 2021 წლის იანვარში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, 95 წლის ელისაბედ მეორე კი პირველ შეხვედრას გამართავს მისი ქმრის პრინცი ფილიპეს გარდაიცვალების შემდეგ.

უინძორების სასახლე ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე ძველი და დიდი ციხეა. პანდემიის განმავლობაში დედოფალი უინძორების სწორედ აქ იმყოფებოდა. 2018 წელს ამავე სასახლეში დედოფალმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უმასპინძლა. ამავე წელს სასახლეში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი გაიმართა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG