ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს ნაფტალი ბენეტს შეხვდება. თეთრ სახლში 26 აგვისტოს დაგეგმილ შეხვედრაზე, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებსაც.
თეთრი სახლის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული შეიარაღება იქნება. კერძოდ, საუბარი შეეხება ირანთან ბირთვული შეიარაღების საკითხებზე მიმდიანრე მოლაპარაკებებს, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა.
ისრაელის ახალი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობა ივნისში დაიკავა, ფიქრობს, რომ მოლაპარაკებები უნდა შეწყდეს. ნაფტალი ბენეტის აზრით, ბირთვული იარაღით შეიარაღებული ირანი ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.
Your browser doesn’t support HTML5
ბირთვულ საკითხებზე შეთანხმება ირანთან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. შეთანხმებაზე ხელახალი მოლაპარაკება კი ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში განახლდა. უკვე გაიმართა არაპირდაპირი მოლაპარაკებები ჟენევაში. მასში რამდენიმე ქვეყანაა აქტიურად ჩართული, თუმცა პროცესი რეალური, ხელშესახები შედეგის გარეშე მიმდინარეობს.
პარალელურად კი ირანი ბირთვულ შეიარაღება ზრდის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ 17 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი ურანს 60 პროცენტამდე ამდიდრებს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანი ამისთვის ნატანზის ბირთვულ ობიექტზე მოქმედ ცენტრიფუგების მეორე კასკადს იყენებს.
საერთაშორისო შეთანხმება რომლიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დატოვა, ირანს ურანით გამდიდრებას უზღუდავდა. ხელშეკრულებით გაწერილი იყო, რომ ქვეყანას ურანის რაფინირების უფლება მხოლოდ 3.67 პროცენტამდე ჰქონდა.
ასევე ნახეთ: „არ შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს“ - ბლინკენი ირანთან მოლაპარაკებაზეპარალელურად მზარდია ირანსა და ისრაელს შორის დაპირისპირება. ბოლოს მხარეებს შორის ვითარების ესკალაცია რამდენჯერმე მოხდა. 29 ივლისს ომანის სანაპიროზე ირანმა ისრაელის მართულ ტანკერზე იერიში მიიტანა. მომხდარზე თეირანის პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა დააყენეს, თუმცა ირანი ამბობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი, საიდანაც თავდასხმა მოხდა, მათ არ ეკუთვნოდა. თავდასხმის დროს ეკიპაჯის ორი წევრი დაიღუპა.
ულტრანაციონალისტი ნაფტალი ბენეტისთვის თეთრ სახლში ეს პირველი ვიზიტი იქნება. ბენეტი თანამდებობაზე ისრაელში კოალიციური მთავრობის არჩევით მოვიდა და მან ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩაანაცვლა. მანამდე ისრაელში არაერთი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რადგან ყოფილი პრემიერი ნეთანიაჰუ მთავრობის დაკომპლექტებას ვერ ახერხებდა. წაიკითხე მეტი.
შეხვედრა თეთრ სახლში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა უილიამ ბერსმა ისრაელში ვიზიტი გამართა.
ასევე ნახეთ: დახვრეტა ან „პირველი ელვა“ - რუსეთმა ატომური იარაღი მოპარული ინფორმაციით შექმნა