ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენ-ზელენსკის შეხვედრა კიდევ ერთი დღით გადაიდო


ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა კიდევ ერთხელ გადაიდო, თუმცა ამჯერად მხოლოდ ერთი დღით. 30 აგვისტოდან 31 აგვისტომდე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს ზელენსკის ვიზიტის დღის წესრიგის გაფართოებითაა განპირობებული.

"ვიზიტის პროგრამა გაფართოვდა. შეხვედრა უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის 31 აგვისტოს გაიმართება, ჩვენ ამერიკულ მხარეს შეხვედრის ერთი დღის გადადებაზე შევუთანხმდით", - თქვა კულებამ.

გასულ თვეში ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ზელენსკი ვაშინგტონს 30 აგვისტოს ეწვეოდა. კონგრესი ამ დროს საზაფხულო შესვენებაზეა. კანონმდებელთა ორპარტიულმა ჯგუფმა კი ბაიდენის ადმინისტრაციას შეხვედრის გადადებისკენ მოუწოდა იმისთვის, რომ კონგრესმენებს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის საშუალება მისცემოდათ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG