უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, როდესაც ქვეყნები საკუთარი ჯარების გადაიარაღებას ცდილობენ, გერმანიის არმის ხელმძღვანელმა ალფონს მაისმა სააგენტო „როიტერს“ უთხრა, რომ გერმანია დარწმუნებულია, 2025 წლისთვის, ნატოს ევროპელ მოკავშირეებს შორის ყველაზე უკეთესად აღჭურვილი დივიზია ეყოლება.
ასევე ნახეთ: ახალი ერა გერმანიის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკაშიამ დროისთვის, ბერლინს არ ჰყავს ბრძოლისთვის მზადმყოფი არცერთი დივიზია, სამხედრო დანაყოფი, რომელშიც 20 ათასზე მეტი ჯარისკაცია. ბერლინი გეგმავს, ბრძოლისთვის მზადმყოფი სამი დივიზიიდან, პირველი 2025 წლისთვის, მეორე კი 2027 წლისთვის ჰყავდეს.
ალფონს მაისმა „როიტერს“ უთხრა, რომ დივიზიას, თავდაპირველად, პირადი შემადგენლობის 80-90 პროცენტი ეყოლება და ეს გეგმები ნატოსთან არის შეთანხმებული.
გენერალ-ლეიტენანტმა თქვა, რომ გერმანია თავდაპირველად ორ მექანიზებულ ბრიგადას უზრუნველყოფს. მოგვიანებით კი, მსუბუქად შეიარაღებულ საშუალო ბრიგადას, რომელსაც ჰოლანდიური ბრიგადა გააძლიერებს. ბრიგადაში 5 ათასი ჯარისკაცი იქნება.
ასევე ნახეთ: ულტრამემარჯვენეობის გამო, გერმანია არმიის ელიტარულ ნაწილს შლისალფონს მაისმა თქვა, რომ 2025 წლისთვის, დივიზიის საკმარისი რაოდენობით საბრძოლო მასალით მომარაგება ამბიციური გეგმაა იმ პირობებში, როდესაც დასავლეთის ქვეყნები, კიევს შეიარაღების უზარმაზარ რაოდენობას აწვდიან. თუმცა, გენერალმა თქვა, რომ ამ მომენტისთვის უკრაინის მხარდაჭერა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დივიზიის ჩამოყალიბება.