გერმანიის მთავრობამ შეშფოთებას გამოთქვა არალეგალური მიგრანტების ბელარუსის გავლით, ქვეყანაში შესვლის შესახებ. ხოლო პოლონეთი გრძელვადიანად გეგმავს ბელარუსთან საზღვრის გამაგრებას.
გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ განაცხადა, რომ იზრდება ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც ბელარუსიდან პოლონეთის გავლით, ქვეყანაში შედიან. აგვისტოს შემდეგ გერმანიაში 4 300 მიგრანტი გადავიდა. ევროკავშირი მიგრანტების ევროპის წინააღმდეგ გამოყენების საქმეში, ბრალს დებს ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკოს.
ასევე ნახეთ: ნიუ-იორკში ბელარუსის საკონსულო მუშაობას წყვეტსმიგრანტთა უმეტესობა ერაყიდან, სირიიდან, იემენიდან და ირანიდანაა. ბელარუსმა საზღვარი მიგრანტებს ბრიუსელის სანქციების საპასუხოდ გაუხსნა. ბრიუსელმა მინსკს სანქციები გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების და დემონსტრანტების სასტიკი დარბევისა და ზეწოლის გამო დაუწესა.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჯარისკაცები განაგრძობენ ორი ქვეყნის საზღვარზე, მავთულხლართების გავლებას. ვარშავას სურს, რომ ბელარუსთან საზღვარი გრძელვადიანად გაამაგროს. მთავრობის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ბარიერის ფუნქციის მქონე „კედლის“ აშენებას, პოლონეთის პარლამენტში განიხილება.
ასევე ნახეთ: პოლონეთი ბელარუსთან საზღვარზე სიტუაციის გაუმჯობესების ნიშნებს ვერ ხედავსევროკომისიამ განაცხადა, რომ მას სურს გაერთიანებამ ბელარუსთან „ვიზა ფასილიტაციის შეთანხმება შეწყვიტოს, რომელიც ძალაში 2020 წლის ივლისში შევიდა.