ხუთშაბათს კანადამ განაცხადა, რომ "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინა უსაფრთხოა. "კანადის ჯანდაცვისთვის ცნობილია ანგარიშის შესახებ ევროპაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით იმუნიზაციის თანხმლებ გვერდით მოვლენებზე და გვინდა დავარწმუნოთ კანადელები, რომ ვაქცინის დადებითი შედეგები კვლავაც გადასწონის მის რისკებს... ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნება, რომ ეს მოვლენები ვაქცინამ გამოიწვია" - განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის დეპარტამენტმა.
განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რამდენიმე სხვა ქვეყანამ, მათ შორის - დანიამ და ნორვეგიამ - დროებით შეაჩერეს "ასტრაზენეკას" ვაქცინით მიმდინარე იმუნიზაციის პროცესი. ევროპაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ კოვიდ-19-ზე აცრის შემდეგ, რამდენიმე ადამიანში თრომბოემბოლიას ჰქონდა ადგილი. კანადაში "დღეისთვის, არანაირი გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა, რაც "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინას უკავშირდება" - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ: „ფაიზერის“ ვაქცინა კორონავირუსის ახალ ვარიანტებსაც ამარცხებს - რუბრიკა „გალილეო“კანადამ "ასტრაზენეკასგან" უკვე მიიღო კოვიდ-19-ის ვაქცინის 500 000 დოზა. მაისში ის დამატებით 1.5 მილიონს ელოდება, ჯამში კი - 20 მილიონ დოზას. კანადის მიერ სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიებისთვის წინასწარ შეკვეთილი ვაქცინების მოცულობა რამდენჯერმე აღემატება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობას. თუმცა, ვაქცინების წარმოებაში მიმდინარე შეფერხებების გამო, უმეტესი ნაწილი მათ ჯერ არ მიუღიათ და შესაბამისად, იმუნიზაციის ტემპები ქვეყანაში შედარებით დაბალია.
შეფერხებები ჯერ კიდევ აქვს კოვიდ-19-ის ვაქცინების მწარმოებელ რამდენიმე წამყვან ფარმაცევტულ კომპანიას, მათ შორის ამერიკულ კომპანიებს - "ფაიზერს" და "მოდერნას". ოთხშაბათს ბრიტანულ-შვედურმა "ასტრაზენეკამაც" გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროპის კავშირს პირველ კვარტალში 30 მილიონი დოზით ნაკლებ ვაქცინას მიაწვდის, ვიდრე ეს ბლოკთან ერთი თვის წინ იყო შეთანხმებული.
ასევე ნახეთ: 5 მიზეზი, თუ რატომ არის აუცილებელი მივიღოთ ვაქცინა