ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესისგან საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს, რაც იუსტიციის დეპარტამენტს გაუადვილებს, რუსი ოლიგარქის აქტივების და ქონების ჩამორთმევა განახორციელოს და თანხების ნაწილი უკრაინას გადასცეს. გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა ამის შესახებ სამშაბათს განაცხადა.
„ჩვენ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავთ, და მოველი, რომ მოვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს“, - განუცხადა გარლანდმა სენატის ასიგნებების ქვეკომიტეტს.
ასევე ნახეთ: „100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამ ომს მოიგებს“ - ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრიქონების ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებით ხორციელდება და საშუალებას აძლევს მთავრობას დაეუფლოს ქონებას, რომელიც არაკანონიერი ქმედებების შედეგად იქნა მოპოვებული ან დანაშაულებრივ ქმედებებში გამოიყენება.
უძრავი ქონება და სხვა აქტივები, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მდიდარ მოკავშირეებს და წრეს უკავშირდება, რომელიც დაყადაღებულია და იუსტიციის დეპარტამენტის მიერ არის ჩამორთმეული, დეპარტამენტის გაყინული აქტივების ფონდში გროვდება. გარლანდმა განაცხადა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და ადმინისტრაცია მხარს დაუჭერენ გარკვეული აქტივებისგან მიღებული შემოსავალი „პირდაპირ უკრაინას გადაეცეს“.
„ჩვენ ამაზე ბევრს ვმუშაობთ, და მოველი რომ ძალიან მალე, რამდენიმე დღეში სავარაუდოდ, ადმინისტრაცია [კონგრესში] წარადგენს მოთხოვნებს“, - თქვა გარლანდმა.
ქვეკომიტეტის წევრებმა გამოხატეს მხარდაჭერა, რომ პუტინის მოკავშირეების სამიზნეში ამოღების პროცესი დაჩქარდეს.
ამერიკა ამ წინადადებით იმ ფონზე გამოვიდა, როცა ბაიდენის ადმინისტრაციაზე იზრდება ზეწოლა მეტი გააკეთონ აქტივების ჩამორთმევის და უკრაინისთვის გადაცემის კუთხით. იურისტები ამბობენ, რომ ბაიდენს ამის უფლებას 1977 საკანონმდებლო აქტი აძლევს.
ასევე ნახეთ: არესტოვიჩი: დასავლეთი მიხვდა, რომ ძველი სამყარო აღარ არსებობსგასულ თვეში, იუსტიციის დეპარტამენტმა“კლეპტო-დაჭერის“ სამუშაო ჯგუფი შექმნა, რათა რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ სანქციები აღასრულოს და ოლიგარქებს არაკანონიერი გზებით მოპოვებული ქონება, მათ შორის იახტები, უძრავი ქონება და სხვა ტიპის აქტივები გაუყინოს.
მიზანი რუსეთზე ზეწოლის გაზრდაა, რათა მოსკოვმა უკრაინაში ომი შეწყვიტოს. იუსტიციის და ხაზინის დეპარტამენტებმა ასევე შექმნეს მეორე ჯგუფი ე.წ. „რეპო“, რომელიც რუსული ელიტის, მოკავშირეების და ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციების გატარებაზე მუშაობს.
აპრილის დასაწყისში, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მისი პირველი ნაბიჯი 90 მილიონი დოლარის ღირებულების, 77 მეტრი სიგრძის იახტის დაყადაღება იყო, რომელიც რუს ოლიგარქს და პუტინის მოკავშირეს ვიკტორ ვეკსელბერგს უკავშირდება და რომელიც ესპანელმა სამართალდამცავებმა დაიკავეს, ვაშინგტონის თხოვნის შესაბამისად. ვექსელბერგი ერთ-ერთია იმ 50 რუსს შორის, რომლებზეც სანქციების დაწესება და ქონების გაყინვაც, ხაზინის დეპარტამენტის განცხადებით, პრიორიტეტს წარმოადგენს.