არაბული ლიგისა და გაეროს წარგზავნილი სიირის საკითხებში კოფი ანანი აცხადებს, რომ ბაშარ ალ ასადი დათანხმდა 10 აპრილამდე ოპოზიციის მიერ დაკავებული ადგილებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანაზე. ამის შესახებ ჟენევიდან კოფი ანანმა გაეროს უშიშროების საბჭოს ვიდეო მოხსენებით მიმართა. მოგვიანებით დიპლომატებმა კოფი ანანის მოხსენებაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ პრეზიდენტი ასადი მზადაა სასწრაფო ზომები მიიღოს და შეაჩეროს სამთავრობო ჯარის გადაადგილება დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ამასთან მან პირობა დადო რომ მძიმე ტექნიკასაც გაიყვანს ამ რეგიონებიდან.