ეგვიპტეში ახალი პარლამენტის პირველი სესია დაიწყო

ეგვიპტეში ახალი პარლამენტის პირველი სესია დაიწყო

ჰოსნი მუბარაქის განდევნის შემდეგ ეს კანონმდებელთა პირველი ოფიციალური ასამბლეაა

დღეს ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ახლადარჩეული პარლამენტის ქვედა პალატა იკრიბება. პოპულარული ამბოხის და ჰოსნი მუბარაქის განდევნის შემდეგ ეს კანონმდებელთა პირველი ოფიციალური ასამბლეაა. ქვედა პალატაში ხმის დიდ უმრავლესობას ეგვიპტელი ისლამისტები ფლობენ.

ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალი, რომელსაც პალატის უხუცესი წევრი, მაჰმუდ ელ-საქა უძღვებოდა, წუთიერი დუმილით გაიხსნა. ეგვიპტელმა კანონმდებლებმა ანტისამთავრობო გამოსვლებში დაღუპულ ასობით ადამიანს მიაგეს პატივი. შემდეგ ეგვიპტის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებმა საზეიმო ფიცი დადეს, რითაც კონსტიტუციის და უზენაესი კანონმდებლობისადმი ერთგულება გამოხატეს.

ისლამისტური თავისუფლების და სამართლიანობის პარტია, რომელიც ეგვიპტეში ერთ დროს აკრძალულ მუსლიმთა საძმოს წარმოადგენს, ასამბლეაზე თითქმის ნახევარს, 498 მანდატს ფლობს. მეორე ადგილზე მანდატების დაახლოებით ერთი მეოთხედით ულტრაკონსერვატიული ალ-ნურის პარტიაა.