ნატომ სარაკეტო თავდაცვის ტესტი ჩაატარა

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსმა წარმატებით განახორციელა ევროპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის ტესტი.

„Wall Street Journal”-ში გამოქვეყნებულ წერილში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მეთაური აღნიშნავს, რომ ალიანსი თვის ბოლოსთვის დაგეგმილ კონფერენციაზე ანტი-ბალისტიკური სისტემის „შუალედური უნარის“ შესახებ გამოაცხადებს. იგი დასძენს, რომ სისტემა ჯერ კიდევ „შეზღუდული“ იქნება თუმცა ეს მოვლენა პირველი რეალური ნაბიჯია იმისთვის, რომ ევროპაში ნატოს ყველა წევრი ქვეყნის უსაფრთხოება იქნას დაცული.

რასმუსენმა ხაზგასმით აღნიშნა ბალისტიკური რაკეტების საშიშროება, განაცხადა რა, რომ მსოფლიოში 30ზე მეტ ქვეყანას აქვს ეს ტექნოლოგია. გენერალურმა მდივანმა დააკონკრეტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო პრობლემების დიპლომატიურად დარეგულირებას ანიჭებს უპირატესობას, ალიანსს უნდა შეეძლოს დიპლომატიურ მცდელობაზე უარის მიღებისას „აგრესორს“ უპასუხოს.