თავის ყოველკვირეულ მიმართვაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაზე რეზოლუციის ჩავარდნას პოლიტიკური ფიასკო უწოდა
თურქეთი სირიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კიდევ უფრო ამკაცრებს თავის პოზიციას. ამ ფონზე, დასავლეთი იმედის თვალით უყურებს ანკარას სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაყენების საქმეში.
თურქეთში უკვე მსჯელობენ საერთაშორისო სანქციების და დიპლომატიური ზეწოლის შემდეგ სირიაში მოსალოდნელ სამხედრო ინტერვენციაზე და ანკარას როლზე ამ ოპერაციის განხორციელებაში.
პარლამენტისადმი თავის ყოველკვირეულ მიმართვაში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოში სირიაზე რეზოლუციის ჩავარდნას პოლიტიკური ფიასკო უწოდა და თურქეთის ალტერნატიულ გეგმაზე ისაუბრა, რომელიც რუსეთის და ჩინეთის მხრიდან ვეტოს გამოყენების მუქარის მიუხედავად უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.