თაჰრირი: თავისუფალი სიტყვის პლაცდარმი

თაჰრირი: თავისუფალი სიტყვის პლაცდარმი

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინსიტროს განცხადებით 33 ადამიანი მოკლულ იქნა და 1,700 დაიჭრა სამდღიანი შეტაკების დროს, რომელიც პოლიციასა და დემონტსრანტებს შორის მოხდა.

უახლესი ინფორმაციის თანახმად დემონსტრანტებს თაჰრირის მოედანი აქვთ დაკავებული. უსაფრთხოების ძალებმა აქციის მონაწილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენეს, რაც მათ პოლიციას ქვები დაუშინეს.

მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე გამოსვლები ეგვიპტის სხვა ქალაქებში - ალექსანდრიასა და სუეცშიც გაიმართა.

დემონსტრანტები შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს მეთაურის მოჰამედ ტანტავის საწინააღმდეგო მოწოდებებს გაიძახოდნენ.

კონსტიტუციის შესწორების ინიცირებისათვის საბჭომ დემოკრტაიული ძალების კრიტიკა დაიმსახურა. ახალი წესების თანახმად სამხედრო საქმიანობის ზოგიერთი სფერო სამოქალაქო კონტროლის მიღმა რჩება, ხოლო სამოქალაქო პირების გასამართლების უფლება სამხდერო სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.