ისრაელის თავდასხმის შედეგად პალესტინაში 6 ადამიანი გარდაიცვალა. საპასუხოდ პალესტინამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა. უკვე მეოთხე დღეა მხარეებს შორის არ წყდება დაპირისპირება, რაც საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. პალესტინელი ექიმების განცხადებით, დაღუპულთაგან ორი მშვიდობიანი მოქლაქე იყო-ასაკოვანი მამაკაცი და მისი ქალიშვილი, 4 კი პალესტინელი მებრძოლი. ისრაელი აცხადებს, რომ სამხედრო თვითმფრინევებმა იერიში იარაღის საწყობებსა და რაკეტების გასაშვებ პუნქტებზე მიიტანეს. პალესტინამ დღეს 30-მდე რაკეტა გაისროლა, მათ შორის დასახლებულ უბნებშიც, თუმცა მოსახლეობას შორის მსხვერპლი არ არის.