ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეხვედრა თეთრ სახლში


შეხვედრა თეთრ სახლში
შეხვედრა თეთრ სახლში

ირანი საფრანგეთსა და ბრიტანეთში ნავთობის გაყიდვას წყვეტს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები დღეს ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი ისრაელსა და თეირანს შორის არსებული ურთიერთობების განხილვა იქნება.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი ტომ დონილანი ირანის ბირთვული იარაღის შესახებ ბატონ ნეთანიაჰუსთან იერუსალიმშიც ისაუბრებს.

პარალელურად ირანმა განაცხადა, რომ საფრანგეთსა და ბრიტანეთში ნავთობის გაყიდვას შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდა ცნიბილი, რაც ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ საწვავის იმპორტზე სანქციები განახორციელა.

შეერთებული შტატების გენერალმა მარტინ დემპსმა აღნიშნა, რომ თუ ისრაელი ირანის ბირთვული იარაღის ბაზებს დაარტყამს, ეს გონივრული გადაწყვეტილება არ იქნება. მან ტელეკომპანია „სი-ენ-ენ-თან“ მიცემულ ინეტრვიუში ისიც დასძინა, რომ ირანზე სამხედრო შეტევა, მხოლოდ დესტაბილიზაციის მომტანია და ისრაელს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში ვერ დაეხმარება.

XS
SM
MD
LG