ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს დაელოდება, რათა თეირანს კიდევ ერთი შანსი მისცეს.
შესაბამისად ისრაელის მთავრობა არ გეგმავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმას მომავალი დღეებისა და კვირების განმავლობაში.
ისრაელის ტელევიზიით გამოსვლისას, ბატონმა ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მას საკითხის მშვიდობიანი დარეგულირება ურჩევნია, თუმცა დაჟინებით ითხოვს, რომ ისრაელმა ირანს ნება არ დართოს- ბირთვული იარაღი განავითაროს.