საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ საბერძნეთისადმი დახმარების გარიგებას მიაღწია ევროპელ ლიდერებთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიოს პაპანდრეუმ მკაცრი ეკონომიკური ზომების გატარებაში უნდა დაარწმუნოს ბერძენი კანონმდებლები. როგორც პაპანდრეუმ განაცხადა ეს დახმარება საბერძნეტისადმი პირველი დახმარების მსგავსია, რომელიც 160 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დღეს ევროპული კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამნია, რომ შეთანხმება მიღწეულია ევროკომისიას, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ევროპის ცენტრალურ ბანკსა და საბერძნეთის მთავრობას შორის. როგორც ევროპელმა ლიდერებმა განაცხადეს, სანამ საბერძნეთი ფულს მიიღებდეს ივნისის ბოლომდე საბერძნეთმა კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯები უნდა გადადგას.