ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძენთის დახმარების საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია


საბერძენთის დახმარების საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია
საბერძენთის დახმარების საკითხი ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია

11-მილიარდიანი დახმარება საბერძნეთს ამ თვის ბოლოს ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის სპეციალური განხილვის შემდეგ გამოეყოფა.

ევროპელმა ლიდერებმა შეაჩერეს გადაწყვეტილება საბერძნეთისთვის მასტიმულირებელი ფინანსური დახმარების შემდეგი პაკეტის გამოყოფის შესახებ.

განცხადება დღეს პოლონეთის ქალაქ ვრაცლავში ევროპის მთავარი ბანკირების და ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკების შემდეგ გაკეთდა. 11 მილიარდიანი დახმარება საბერძნეთს ამ თვის ბოლოს ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის სპეციალური განხილვის შემდეგ გამოეყოფა.

შეხვედრას ამერიკის ხაზინის მდივანი ტიმოთი გეიტნერიც ესწრებოდა. მან განაცხადა, რომ ქვეყნების შიგნით არსებული პოლიტიკური დაპირისპირებები სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს. მისი ჩასვლა პოლონეთში ევროკავშირის ფინანსისტთა მოლაპარაკებაზე ხაზს უსვამს შეერთებული შტატების მზარდ შეშფოთებას ევროზონაში მიმდინარე კრიზისის გლობალურ გავლენაზე.

XS
SM
MD
LG