დღეს საბერძნეთის პარლამენტში დაიწყო დებატები, სადაც დეპუტატები ქვეყანაში საგანგებო ეკონომიკური მდგომარეობის შემოღებას განიხილავენ. საგანგებო ზომები კი ქვეყნისთვის ახალი ეკონომიკური დახმარების მისაღებად არის აუცილებელი. ეკონომიკური ღონისძიებები საბიუჯეტო დანახარჯების შემცირებას და გადასახადებით მიღებული შემოსავლების 40 მილიარდამდე გაზრდას ითვალისწინებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის და ევროკავშირის ლიდერების განცხადებით, პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმები ხუთშაბათისთვის უნდა დაამტკიცოს, თუკი საბერძნეთს საერთაშორისო დახმარების მიღება სურს. გამოყოფილი პაკეტი კი 17 მილიარდ დოლარს შეადგენს. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგიუ პაპანდრეუმ გასულ კვირას პარლამენტის ნდობა მოიპოვა, რაც საგანგებო ეკონომიკური ზომებისთვის წინა მოსამზადებელი ნაბიჯი იყო.