ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის და მოსკოვის ფავორიტი ფინანსიტი


ვაშინგტონის და მოსკოვის ფავორიტი ფინანსიტი
ვაშინგტონის და მოსკოვის ფავორიტი ფინანსიტი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მმართველად ქრისტიან ლაგარდი დაინიშნა.

ლაგარდი პირველი ქალია, რომელიც ამ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს.

55 წლის საფრანგეთის ყოფილ ფინანსთა მინისტრს ხელმძღვანელობის გამოცდილება აქვს.

ფინანსთა მინისტრის რანგში ლაგარდს მონაწილეობა აქვს მიღებული ევროკავშირისა და სავალუტო ფონდის ერთობლივი ფინანსური დახმარების უზრუნველყოფაში საბერძნეთის, პორტუგალიისა და ირლანდიის ეკონომიკური სექტორების დასახმარებლად.

1999 წელს, განათლებით იურისტი ლაგარდი აშშ-ში საერთაშორისო იურიდიული ფირმის „ბეიკერ მაკენზის“ ჩიკაგოს ოფისს ხელმძღვანელობდა.

სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე ლაგარდს რუსეთმა, ჩინეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა დაუჭირეს მხარი. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ ეკონომიკის მდივანმა ტიმოთი გეითნერმა ლაგარდი „განსაკუთრებული ნიჭისა და ფართო გამოცდილების“ მქონე სპეციალისტად მოიხსენია.

XS
SM
MD
LG