პუტინი არჩევნებს მოგებულად თვლის

"ჩვენ გავიმარჯვეთ" - ამ სიტყვებით მიმართავს პუტინი კრემლთან შეკრებილ 100 ათასზე მეტ გულშემატკივარს

ვლადიმერ პუტინი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას უკვე ზეიმობს. ყოფილი პრეზიდენტი სულ ცოტა 2018 წლამდე კრემლში ხანგრძლივი დაბრუნებისთვის ემზადება.

ჯერჯერობით საარჩევნო კომისიის მიერ ხმების მხოლოდ ნახევარია დათვლილი. თუმცა, ვლადიმერ პუტინი კრემლთან ავტობუსებით მიყვანილი დაახლოებით 110 ათასი გულშემატკივრის წინაშე სიტყვით უკვე გამოვიდა და ხალხს საზეიმოდ აუწყა: "ჩვენ გავიმარჯვეთ"!

2 სხვადასხვა ეგზიტპოლის მიხედვით, რომლებშიც მან 58-59 პროცენტი მიიღო, პუტინს გამარჯვება პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. ბიულეტენების თითქმის ნახევარი კი მას ხმების კიდევ უფრო მეტს - 64 პროცენტს აძლევს. არჩევნების პირველივე ეტაპზე გამარჯვებისთვის რუსეთის მომავალ პრეზიდენტს, რომელიც ოფისს შემდეგი 6 წლით დაიკავებს, მხოლოდ 50 პროცენტი სჭირდება.

ეგზიტპოლების შედეგებით მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი, გენადი ზიუგანოვია. მესამეზე კი - მილიარდელი მიხაილ პროხოროვი. საარჩევნო კომისია საბოლოო დასკვნას ორშაბათს, ცოტა მოგვიანებით გამოაცხადებს.