რუსეთის საგარეო ურთიერთობათა მთავარი პრინციპების შესახებ გამოცემულ ახალ დოკუმენტში, პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ოპოზიციაში ყოფნას პირდება და იმუქრება, რომ მას მოსკოვისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევს.
კანდიდატი რამდენიმე მთავარ პუნქტს გამოყოფს:
- -რუსეთს ანგარიშს უწევენ მხოლოდ მაშინ, როცა ის ძლიერია
- - გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსეთის გარეშე შეუძლებელია
- -მოსკოვი იბრძოლებს ვაშინგტონთან ირანის წინააღმდეგ მიმართული სარაკეტო თავდაცვის სისტემების გამო
- -ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეტევა კატასტროფის ტოლფასია
- -რუსეთი ჩინეთის აყვავებას საკუთარი ეკონომიკური მიზნებისთვის გამოიყენებს
რაც შეეხება საქართველოს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მათ საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სურთ. ოფიციალური განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებიდან, სულ რაღაც 2 დღეში გაკეთდა.
„ნიუ იორკ თაიმსთან“ სატელეფონო ინტერვიუში გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ რუსეთის პოზიცია დამაბნეველია იმ ფონზე, როცა მას „საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს და ქვეყნის დამოუკიდებლობის ფაქტს პატივს არ სცემს“.