აშშ-ა სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დღეს ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტს ჰამიდ კარზაისა და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება.
განხილვის საგანია სამშვიდობო მოლაპარაკებები და უშიშროების სადავეების ავღანეთისადმი გადაბარება. ამას გარდა როგორც ამერიკელ ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ კლინტონი შეეცდება მიაღწიოს სტრატეგიულ შეთანხმებას ავღანეთსა და აშშ-ს შორის, რომელიც გახდება საბაზისო დოკუმენტი ამერიკა-ავღანეთის ურთიერთობისა 2015 წლის შემდეგ, კერძოდ მას შემდეგ რაც ამერიკული სამხედრო კონტინგენტი დატოვებს ავღანეთს.