შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ მისი მიზანია აიძულოს პაკისტანი ქვეყნის საზღვართან არსებული თალიბთა ყველა თავშესაფარი გაანადგუროს.
ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნული განცხადება დღეს დილით ავღანეთის პრეზიდენტ -ჰამიდ კარზაისთან - ერთად ქაბულში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მოგვიანებით მას ამერიკის ორ უმაღლეს სამხედრო პირთან -გენერალ დევიდ პეტრეუსთან და გენერალ მარტინ დემფსთან- ერთად ისლამაბადში ელიან. პაკისტანშიც რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაა დაგეგმილი.
კონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა ასევე გაუსვა ხაზი პაკისტანის როლს ავღანეთის აღმშენებლობაში. „თალიბანის საშიშროება შეერთებული შტატების, პაკისტანის და ავღანეთის ერთობლივი ძალისხმევით უნდა განეიტრალდეს. ამ ბრძოლაში პაკისტანმა ლიდერის როლი უნდა იკისროს“, აღნიშნა ქალბატონმა კლინტონმა.