პრეზიდენტ ობამას ინიციატივით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დეკემბერში ბირმაში ჩავა ოფიციალური ვიზიტით.
ბირმა გარე სამყაროსგან იზოლირებული ქვეყანაა, სადაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი უკანასკნელად 50 წლის წინ იმყოფებოდა.
ბარაქ ობამას განცხადებით, ეს ვიზიტი ბირმის მთავრობის მიერ დაწყებული რეფორმების წახალისებას ისახავს მიზნად, რომლებიც სამხედრობის მმართველობის შემდეგ ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითვალისწინებს.
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი ბირმის პრეზიდენტს ზეინ სეინს ბალიში შეხვდა და უახლოეს მომავალში ბირმაში ჩასვლას დაპირდა.