ტერაქტების სერია ერაყში

ტერაქტების სერია ერაყში

გასულ თვეებში შიიტებით დასახლებულ რაიონებში ტერაქტები გახშირდა

ერაყის დედაქალაქში ტერაქტების სერია განხორციელდა. შიიტებით დასახლებულ რაიონებში ოთხი ავტომანქანის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 70-ზე მეტი დაიჭრა. ხელისუფლების ცნობით, პირველი აფეთქება სადრი სიტიში იმ ადგილზე მოხდა, სადაც უმუშევრები სამუშაოს მიღების რიგში იდგნენ. გასულ თვეებში შიიტებით დასახლებულ რაიონებში ტერაქტები გახშირდა, რის შედეგადც საერთო ჯამში 100-მეტი ადამიანია დაღუპული. ერაყელი სუნიტები შიიტ პრემიერ-მინისტრს ნური ალ-მალიქს შიიტების მიერ ძალაუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ.