ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს და ერაყის შეთანხმება


გაეროს და ერაყის შეთანხმება
გაეროს და ერაყის შეთანხმება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ერაყის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწიეს 3400 ირანელი დისიდენტისთვის თავშესაფარის მიცემაზე, რომლებიც ერაყის ჩრდილო აღმოსავლეთში სპეციალურ ბანაკებში ცხოვრობენ. ამ ეტაპისთვის მათი დევნილთა სტატუსის განსაზღვრა მიმდინარეობს.

გაეროს ერაყის დახმარების მისიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ერაყის მთავრობა დროებით თავშესაფარს მისცემს აშრაფის ბანაკის მკვიდრებს, თუმცა გადასახლების ვადები ჯერჯერობით არ დადგენილა.

თავის მხრივ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა დასძინა, რომ ირანელ დისიდენტებს დროებით "თავისუფლების" ბანაკში დაასახლებენ, რომელიც წარსულში აშშ-ის სამხედრო ბაზას წარმოადგენდა. კლინტონმა გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა და ამ ნაბიჯს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი პროგრესი უწოდა.

XS
SM
MD
LG