საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთზე

საერთაშორისო კონფერენცია ავღანეთზე

გერმანიაში 80 ქვეყნის დელეგატი იკრიბება

დღეს გერმანიის ქალაქ ბონში ავღანეთის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია იხსნება. 80 ქვეყნიდან ჩასული დელეგატები ავღანეთში ომის შემდგომ აღმშენებლობის საკითხებს განიხილავენ. მთავარი საკითხი, 2014 წლის შემდგომ ქვეყნის მომავალი იქნება, როდესაც საერთაშორისო კოალიციის სამხედრო ძალები ავღანეთის ტერიტორიას დატოვებენ და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ადგილობრივ სტრუქტურებს გადააბარებენ. კონფერენციის მონაწილეები ასევე იმსჯელებენ ავღანეთის ხელისუფლებას და თალიბანს შორის შერიგების მიღწევის საკითხებზე და ქვეყნისთვის გრძელვადიანი საერთაშორისო დახმარების გაწევაზე.

საერთაშორისო კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადა პაკისტანმა, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ერთერთ მთავარ მოთამაშეს წარმოადგენს. ბოიკოტის მიზეზი კი, ისლამაბადისთვის გასულ თვეს ნატოს ძალების მიერ 24 პაკისტანელი ჯარისკაცის მკვლელობა გახდა.