იაპონია არნახული კატასტროფის წინაშე დგას

缅甸民主运动领袖昂山素季2012年4月30日在缅甸仰光的全国民主联盟总部与记者谈民主。

იაპონიის პრემიერ მინისტრმა ნაოტო კანმა დღეს ქვეყნის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და გამოთქვა იმედი, რომ ერი "ამ უბედურებას როგორღაც გადაურჩება"

ათასობით დაშავებულისა და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანის დახმარების გარდა, კანმა აღნიშნა, რომ მისი უმთავრესი პრიორიტეტი ახლა ფუკუშიმაში ორი ბირთვული ელექტროსადგურის დაზიანების შედეგად გამოწვეული სიტუაციის დარეგულირებაა.

იაპონიის მთავრობის ოფიციალური პირები, მათ შორის პრემიერ მინისტრი, ირწმუნებიან რომ პირველ ელექტროსადგურში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად არავინ დაღუპულა და დაშავდა ოთხი ადამიანი. ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ ობიექტი მწყობრიდან არ გამოსულა და რადიაცია არცერთ ადამიანზე არ მოქმედებს.

ერთერთი რეაქტორიდან ათ კილომეტრში საევაკუაციო ზონა გამოცხადდა. მეორე ელექტროსადგურთან კი ანალოგიური ზონა ოც კილომეტრში იწყება.