ირანი გაეროს აკრიტიკებს

ირანი გაეროს აკრიტიკებს

ოფიციალურმა თეირანმა მწვავედ გააკრიტიკა გაეროს საგანგებო გამომძიებლის აჰმედ შაჰიდის მოხსენება ირანზე.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს მკვეთრად გაიზარდა სიკვდილით დასჯის ფაქტები. შაჰიდის თანახმად წელს ირანში ოფიციალურად იქნა გამოცხადებული 200-ზე მეტი სიკვდილით დასჯა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ამას გარდა ირანში ადგილი აქვს სიკვდილით საიდუმლოდ დასჯის მრავალ ფაქტს. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ირანში ხდება პოლიტიკური დისიდენტების არასანქციონირებული ხანგრძლივი დაკავება და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჩგვრა. ირანის იუსტიციის მინისტრმა აიათოლა სადელ ლარიჯანიმ განაცხადა, რომ გაეროს ეს მოხსენება მტკნარი სიცრუეა და ფაქტობრივად ასახავს განძდევებაში მყოფი ირანელი პოლიტიკური ემიგრაციის აზრს.