ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს


ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს
ირანის ბირთვული პროგრამა კვლავ საფრთხეს წარმოადგენს

ამ თემაზე კომენტარი პრეზიდენტმა ობამამ კანში ნიკოლა სარკოზისთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ირანის ბირთვული პროგრამა კვლავაც საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ორმა ქვეყანამ გადაწყვიტა უპრეცედენტო საერთაშორისო ზეწოლა მოახდინოს ირანზე, რათა ამ უკანასკნელმა შეასრულოს ნაკისრის ვალდებულებები.

ეს კომენტარი პრეზიდენტმა ობამამ კანში ნიკოლა სარკოზისთან შეხვდრის შემდეგ გააკეთა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოხსენებას მომავალ კვირას გამოაქვეყნებს.

ირანს გაეროს სანქციები დააკისრეს ბირთვული პროგრამის გამო, თუმცა თეირანი აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG