სირია რეფორმების გატარებას აპირებს

სირია რეფორმების გატარებას აპირებს

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ იგი განიხილავს ქვეყანაში საგანგებო კანონის გაუქმებას, როგორც ნაწილს იმ რეფორმებისა, რომელთა გატარებას სირიის მთავრობა აპირებს.

ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციების მონაწილენი მოითხოვენ ამ კანონის გაუქმებას, სირიის უშიშროების აპარატის შეზღუდვას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ოთხშაბათს ქალაქ დარააში უშიშროების ძალებსა და მოპროტესტეებს შოროს მომხდარი შეტაკების შედეგად 30-ზე მეტი კაცი დაიღუპა. აშშ-მ დაჰგმო სირიის მთავრობის მიერ უხეში ძალის გამოყენება მოპროტესტეთა მიმართ.