სირიის რამდენიმე ქალაქში, ქვეყნის უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს. დაღუპულია სულ ცოტა 6 ადამიანი.
აქტივისტთა განცხადებით, ძალადობას დამასკოს შემოგარენშიც ჰქონდა ადგილი.
დღესვე, გაეროს ადამიანის უფლებათა დამცველებმა სირიაში მიმდინარე დემონსტრაციების დარბევის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა სამი ათასამდე გაზარდეს.
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისიონერმა ნავი პილაიმ სირიის ხელისუფლება გააფრთხილა, რომ მასობრივი რეპრესიების შედეგად მდგომარეობა ქვეყანაში შესაძლოა სრულ-მასშტაბიან სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.