ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირია ბირთვულ პროგრამაზე ფარულად მუშაობს


სირია ბირთვულ პროგრამაზე ფარულად მუშაობს
სირია ბირთვულ პროგრამაზე ფარულად მუშაობს

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო აცხადებს, რომ სირიამ უფრო აქტიურად უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან. სააგენტოს ეჭვი აქვს, რომ სირია ბირთვულ პროგრამაზე ფარულად მუშაობს.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ სირიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ყველა იმ ნაგებობისა და დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ გამოაშკარავებას მოითხოვს, რომელიც ბირთვული პროგრამის განვითარებასთანაა დაკავშირებული.

სააგენტო აგრძელებს შეერთებული შტატების მიერ წამოყენებული ბრალდების გამოძიებას, რომლის თანახმადაც, 2007 წელს ისრაელის მიერ სირიაში დაბომბილი ნაგებობები პლუტონიუმის გასამდიდრებალდ გამოიყენებოდა. სირია ამ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ისრაელის მიერ განადგურებული შენობა, სამხედრო დანიშნულების ნაგებობა იყო.

XS
SM
MD
LG